top of page
Concierge Georgia logo.png

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენი კონსიერჟის სერვისი პასუხისმგებლობით დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას და კონფიდენციალურობას ნებისმიერი საქმიანობის ფარგლებში, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მომსახურებასთან.

რა მონაცემებს ვაგროვებთ

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ შემდეგი ტიპის ინფორმაცია:

პერსონალური მონაცემები: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი და სხვა სახის ინფორმაციები, რომელიც თქვენ გვაწვდით.

მგზავრობისა და ლოჯისტიკის შესახებ ინფორმაცია: ფრენის დეტალები (რეისის ნომერი, გამგზავრებისა და ჩამოსვლის დრო), ტრანსპორტირების მოთხოვნები (მანქანის ან ტრანსფერის დეტალები), სასტუმროს ან დროებითი საცხოვრებლის დეტალები.
გადახდის ინფორმაცია: ინვოისი და გადახდის დეტალები, ბილეთებისა და ჯავშნების ფინანსური ტრანზაქციები.

სპეციალური მოთხოვნები და საჭიროებები: ალერგიებისა და სხვა კვებითი შეზღუდვები, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნები (მაგ., სპეციალური დახმარება მგზავრობისას), სასურველი სერვისების და აქტივობების არჩევანი.

იურიდიული და ადმინისტრაციული ინფორმაცია: პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დეტალები, ვიზის ან სხვა დოკუმენტაციის შესახებ საჭირო ინფორმაცია.

კომუნიკაციის ისტორია: მომხმარებელთან კომუნიკაციის ჩანაწერები (ელ. ფოსტა, ჩატი, სატელეფონო ზარი/საუბრები), უკუკავშირი და შეფასებები.

როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს

თქვენს მონაცემებს ვიყენებთ შემდეგი მიზნით:

მომხმარებლის მოთხოვნების და წინასწარი შეთანხმებების საფუძველზე, ჩვენ ვასრულებთ ბილეთების, ტრანსპორტის, სასტუმროების და სხვა საჭირო სერვისების უზრუნველყოფას.

მონაცემები შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი სერვისების გაუმჯობესების მიზნით, რაც გულისხმობს მომხმარებლის მოსაზრებებისა და უკუკავშირის ანალიზს.

შეგროვებული მონაცემების დამუშავების შედეგად, ვეცდებით შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული სერვისები. 

მონაცემები შეიძლება შენახული იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საჭიროების შემთხვევაში, მონაცემები შეიძლება გამოყენებული იქნას სამართლებრივი მოთხოვნების ან რეგულაციების შესაბამისად.

ჩვენ არ ვყიდით და არ ვაქირავებთ თქვენს პირად მონაცემებს, თუმცა, შესაძლოა, ისინი გავუზიაროთ:

სანდო მესამე მხარეებს/ბიზნეს პარტნიორებს, რომლებიც გვეხმარებიან ჯავშნების შესრულებაში. სამართლებრივ ორგანოებს, როდესაც ამას კანონი მოითხოვს.

ჩვენ მუშაობთ უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად და ვიღებთ აუცილებელ ზომებს თქვენი მონაცემების დაცვისთვის,

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში მონაცემების უსაფრთხოება არ არის სრულად გარანტირებული.


 

თქვენ გაქვთ უფლება:

მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების წვდომა, განახლება ან წაშლა. უარი თქვათ მარკეტინგულ შეტყობინებებზე. მოითხოვოთ თქვენი შენახული ინფორმაციის ასლი.

მესამე მხარის ბმულები:
ჩვენი ვებსაიტი შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ბმულებს. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი მათ კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე.

ჩვენ შესაძლოა დროდადრო განვაახლოთ უსაფრთხოების პოლიტიკა. ნებისმიერი ცვლილება აისახება ჩვენს ვებსაიტზე.

თუ გაქვთ შეკითხვები კონფიდენციალურობის
პოლიტიკასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით:

info@conciergegeorgia.ge

bottom of page