მომსახურების წესები და პირობები
შპს კონსიერჟ საქართველო (LLC Concierge Georgia)
საიდენტიფიკაციო კოდი: 416288065
მისამართი: რუსთაველის ქ. 22/2, რუსთავი, 3700, საქართველო
ელფოსტა: info@conciergegeorgia.ge
ტელეფონი: +995 550 500 114
ვებგვერდი: conciergegeorgia.ge
ბოლო განახლება: [15.09.2026]
1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესები და პირობები აწესრიგებს ურთიერთობას შპს „კონსიერჟ საქართველოსა" (შემდგომში - „კომპანია") და ვებგვერდის მომხმარებელს ან მომსახურების შემკვეთს (შემდგომში - „კლიენტი") შორის. კომპანიის ვებგვერდის გამოყენებით ან მომსახურების შეკვეთით კლიენტი ეთანხმება ქვემოთ მოცემულ პირობებს.
2. მომსახურების აღწერა
კომპანია სთავაზობს მრავალფუნქციურ კონსიერჟის მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით:
-
პირადი ასისტენტის მომსახურება
-
ტურისტული და მოგზაურობის მომსახურება (ბილეთები, სასტუმროები, ტრანსფერები)
-
ვიზიტორთა მხარდაჭერა საქართველოში
-
ღონისძიებების ორგანიზება
-
უძრავი ქონების მომსახურება
-
ბიზნეს კონსიერჟის მომსახურება
მომსახურება ხელმისაწვდომია სამ დონეზე: PRIME, ELITE და LUXURY, რომელთა კონკრეტული მოცულობა და პირობები განისაზღვრება შესაბამის შეთავაზებაში ან ინდივიდუალურ შეთანხმებაში.
3. შეკვეთისა და გადახდის პირობები
3.1. მომსახურების შეკვეთა ხდება ვებგვერდის მეშვეობით, ტელეფონით ან ელფოსტით.
3.2. კონკრეტული პაკეტის არჩევისას კლიენტი თავდაპირველად იხდის პაკეტის (მომსახურების) საფასურს ვებგვერდზე მითითებული ონლაინ გადახდის სისტემის საშუალებით (საბანკო ბარათი), გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეები ინდივიდუალურად შეთანხმდებიან სხვაგვარ წესზე. გადახდის დადასტურების შემდეგ პაკეტი აქტიურდება და კლიენტს გამოეყოფა პერსონალური ასისტენტი.
3.3. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება კლიენტის მიერ შერჩეული პაკეტის ხანგრძლივობის მიხედვით და შეადგენს:
ა) ერთკვირიანი პაკეტი – შვიდ (7) კალენდარულ დღეს;
ბ) ორკვირიანი პაკეტი – თოთხმეტ (14) კალენდარულ დღეს;
გ) ერთთვიანი პაკეტი – ოცდაათ (30) კალენდარულ დღეს.
პაკეტის მოქმედების ვადის ათვლა იწყება გადახდის დადასტურების დღიდან, ამ დღის ჩათვლით. თუ შერჩეული მომსახურება მოიცავს ხანგრძლივ, დროში გაწელილ პროცედურას, რომელიც პაკეტის მოქმედების ვადას სცდება, მომსახურების შესრულების ვადა განისაზღვრება მხარეთა ინდივიდუალური შეთანხმებით.
3.4. თუ პაკეტის ვადა ამოიწურა და კლიენტს კვლავ სურს იმავე ან სხვა მომსახურების მიღება, საჭიროა შესაბამისი პაკეტის ხელახლა შეძენა, რათა პერსონალურმა ასისტენტმა განაახლოს/გააგრძელოს მუშაობა.
3.5. პაკეტებისა და მომსახურების ფასები მითითებულია აშშ დოლარში ($). გადახდა ხორციელდება ლარში (₾), გადახდის დღისთვის მოქმედი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. თუ გადახდა ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ გაცემული საბანკო ბარათით ან ანგარიშიდან, კლიენტს შეუძლია გადახდა განახორციელოს აშშ დოლარში.
ფასები შეიძლება შეიცვალოს კომპანიის მიერ წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თუმცა უკვე დადასტურებული და გადახდილი შეკვეთის ფასი უცვლელი რჩება.
3.6. პაკეტის საფასურის გარდა, კლიენტი წინასწარ იხდის ავანსს, რომელიც განკუთვნილია კლიენტის მიერ მოთხოვნილი მომსახურების ფარგლებში მესამე მხარეებისთვის (ავიაკომპანია, სასტუმრო, სატრანსპორტო კომპანია, ღონისძიების ადგილი და სხვა მომწოდებელი) გადასახდელი თანხების დასაფარად (შემდგომში – „ავანსი"). ავანსის ოდენობა განისაზღვრება კლიენტისთვის სასურველი მომსახურების მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით. ავანსი გადაიხდება პაკეტის საფასურთან ერთად ან შესაბამისი დავალების შესრულების დაწყებამდე.
3.7. ავანსი არ წარმოადგენს კომპანიის მომსახურების საფასურს და გამოიყენება კლიენტის დავალებით და მის ინტერესებში მესამე მხარეებთან ანგარიშსწორებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურებას უშუალოდ კომპანია უზრუნველყოფს. ასეთ შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია, თითოეული ასეთი მომსახურებისთვის ავანსიდან მიიღოს საკომისიო.
კომპანია აწარმოებს ავანსის ხარჯვის აღრიცხვას და კლიენტის მოთხოვნისას აწვდის მას ინფორმაციას გაწეული ხარჯების შესახებ.
3.8. თუ ავანსი ამოიწურა და კლიენტს სურს დამატებითი მომსახურებით სარგებლობა, კლიენტი წინასწარ ავსებს ავანსის ბალანსს. კომპანია არ არის ვალდებული, საკუთარი სახსრებით დაფაროს მესამე მხარის ხარჯები ან შეასრულოს დავალება, რომლისთვისაც ავანსის ბალანსი არასაკმარისია.
3.9. პაკეტის მოქმედების ვადის ამოწურვისას მხარეები ახდენენ საბოლოო ანგარიშსწორებას. ავანსის გამოუყენებელი ნაშთი კლიენტს უბრუნდება, როგორც წესი, ათი (10) სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ოცდაათი (30) სამუშაო დღისა პაკეტის მოქმედების ვადის ამოწურვიდან, წინამდებარე წესების 4.4–4.5 პუნქტების გათვალისწინებით. ნაშთის დაბრუნებასთან დაკავშირებულ საბანკო საკომისიოს ფარავს კლიენტი და იგი აკლდება დასაბრუნებელ თანხას. კლიენტის მოთხოვნით, თუ იგი ამის შესახებ კომპანიას ნაშთის დაბრუნებამდე აცნობებს, ნაშთი დაბრუნების ნაცვლად შეიძლება გადავიდეს კლიენტის მიერ შეძენილ ახალ პაკეტზე. ავანსის გამოუყენებელ ნაშთზე არ ვრცელდება 4.2 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.
4. გაუქმება და თანხის დაბრუნება
4.1. კომპანიის მომსახურების არსი მდგომარეობს არა მხოლოდ საბოლოო შედეგში (მაგ. შეძენილი ბილეთი, დაჯავშნილი სასტუმრო), არამედ იმ სამუშაო დროსა და რესურსში, რომელსაც პერსონალური ასისტენტი უთმობს კლიენტის დავალების შესრულებას, ინფორმაციის მოძიებას, ვარიანტების შერჩევას, კომუნიკაციას მომწოდებლებთან და პროცესის კოორდინაციას. კლიენტი ამ სერვისით დროისა და ძალისხმევის დაზოგვას.
4.2. პაკეტის (მომსახურების) საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას მას შემდეგ, რაც პერსონალურმა ასისტენტმა დაიწყო კლიენტის დავალებაზე მუშაობა - მათ შორის, თუ კლიენტი მოგვიანებით თავად გადაიფიქრებს, შეცვლის გადაწყვეტილებას ან გააუქმებს მოთხოვნას.
4.3. გამონაკლისია მხოლოდ შემთხვევები, როდესაც: (ა) კომპანია თავად ვერ ახერხებს ან უარს აცხადებს მომსახურების შესრულებაზე; ან (ბ) მომსახურების შესრულება შეუძლებელი ხდება ისეთი მიზეზით, რომელიც სრულად დამოუკიდებელია კომპანიისგან და კომპანიის მხრიდან არანაირი მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. ასეთ შემთხვევაში კლიენტს უბრუნდება გადახდილი თანხა სრულად ან ნაწილობრივად, წინამდებარე მუხლის 4.4-4.5 პუნქტების გათვალისწინებით.
4.4. თუ მომსახურების ფარგლებში უკვე განხორციელდა კონკრეტული ქმედება მესამე მხარესთან (მაგ. ბილეთის შეძენა, ჯავშნის განთავსება, საკომისიოს გადახდა, დეპოზიტის შეტანა) და ეს ქმედება მთლიანად ან ნაწილობრივად ვერ უქმდება ან ბრუნდება მესამე მხარის მიერ დაკისრებული ხარჯების, საკომისიოს ან ჯარიმის გამო - ეს ხარჯები არ უბრუნდება კლიენტს და არ არის კომპანიის პასუხისმგებლობა. კომპანია კლიენტს წინასწარ აცნობებს ცნობილ პირობებზე (მაგ. გაუქმების პოლიტიკა, დაბრუნებადობის პროცენტი) შესაძლებლობის ფარგლებში, სანამ შესაბამის ქმედებას განახორციელებს, ხოლო პასუხისმგებელობას არ იღებს მისთვის უცნობ დეტალებსა და მესამე მხარის მიერ მოსალოდნელ გაუქმებასა და მომსახურეობის შეუსრულებლობაზე.
4.5. მესამე მხარის მიერ დაკავებული თანხა გამოაკლდება კლიენტისთვის დასაბრუნებელ ჯამურ თანხას, თუ საერთოდ ხდება დაბრუნება წინამდებარე მუხლის 4.3 პუნქტის შესაბამისად.
5. მხარეთა ვალდებულებები
5.1. კომპანია იღებს ვალდებულებას მომსახურება გასწიოს პროფესიონალურად და შეთანხმებულ ვადებში.
5.2. კლიენტი ვალდებულია:
ა) გადაიხადოს პაკეტის საფასური წინამდებარე წესების მე-3 მუხლის შესაბამისად;
ბ) მესამე მხარესთან დაკავშირებული მომსახურების შესრულებამდე წინასწარ გადაიხადოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეავსოს ავანსი (3.6–3.8 პუნქტები);
გ) კომპანიას სრულად, ზუსტად და კეთილსინდისიერად მიაწოდოს მომსახურების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის პერსონალური მონაცემები (პასპორტის ან პირადობის მოწმობის მონაცემები, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და სხვა), ხოლო მათი ცვლილების შემთხვევაში დროულად აცნობოს ამის შესახებ კომპანიას.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი შედეგზე, რომელიც გამოწვეულია კლიენტის მიერ არაზუსტი, არასრული ან დაგვიანებით მიწოდებული ინფორმაციით.
5.3. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარეების (ავიაკომპანიები, სასტუმროები, სატრანსპორტო კომპანიები და სხვა მომწოდებლები) მიერ გამოწვეულ დაყოვნებაზე, გაუქმებაზე ან მომსახურების ხარისხზე, თუმცა კომპანია გაუწევს კლიენტს შესაძლო დახმარებას ასეთ სიტუაციებში.
6. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
6.1. კომპანიის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ პირდაპირი ზარალით, რომელიც წარმოადგენს კომპანიის მიერ მიღებული მომსახურების საფასურის ტოლფას თანხას. კომპანია არ აგებს პასუხს არაპირდაპირ ან თანმდევ ზარალზე.
6.2. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარეების (ავიაკომპანია, სასტუმრო, სატრანსპორტო კომპანია, ღონისძიების ადგილი და სხვა მომწოდებელი) მიერ დაკისრებულ გაუქმების/შეცვლის საკომისიოზე, ჯარიმაზე, ან შეუბრუნებელ თანხაზე - ეს ხარჯები წარმოადგენს ტრანზაქციის ნაწილს, რომელიც კლიენტის ინტერესებში განხორციელდა, და მისი ანაზღაურება კომპანიის მხრიდან არ ხდება (იხ. მუხლი 4.4).
6.3. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება ზიანზე, რომელიც გამოწვეულია კომპანიის განზრახი ქმედებით ან უხეში დაუდევრობით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. კონფიდენციალურობა
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესები განსაზღვრულია ცალკე დოკუმენტში — კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
8. ცვლილებები წესებში
კომპანია იტოვებს უფლებას, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებში. განახლებული ვერსია ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან.
9. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
წინამდებარე წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. მხარეთა შორის დავები, რომელთა მოგვარებაც შეთანხმებით შეუძლებელია, გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის სასამართლოში.
10. კონტაქტი
წინამდებარე წესებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვისთვის დაგვიკავშირდით: ელფოსტა: info@conciergegeorgia.ge
